ბათუმის საკრებულო ბუნგალოებს, კაფე-ბარებსა და დისკოთეკებს ახალ ნორმებს უწესებს, რომლის თანახმნადაც, გასართობი ობიექტების მფლობელებს გადაჭარბებული ხმაურისა და მუსიკალური ჟღერადობის აღკვეთის მიზნით, მათ ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუხდებათ.
ახალი ნორმების თანახმად, რომელზედაც ბათუმის საკრებულო მუშაობს, გასართობ ობიექტებში 24:00 საათიდან მუსიკის ხმამაღალი ჟღერადობა შეიზღუდება. ნორმები დასახლებული და საზოგადოებრვი ზონებისთვის ინდივიდუალური იქნება.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ცვლილების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისთვის ცხოვრებისა და დასვენების კომფორტული გარემოს შექმნა. საკრებულოს მიერ დადგენილი ნორმების შესრულებას საქართველოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს აჭარის სამსახური გააკონტროლებს.
გამკაცრებულია საჯარიმო სანქციებიც. კანონდამრღვევები 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდებიან.