მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები კახეთში 267-მა პედაგოგმა გაასაჩივრა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თელავის რესურს - ცენტრში 66 საპრეტენზიო განაცხადია შესული, ყვარელში - 50, გურჯაანში - 40, საგარეჯოში - 38, სიღნაღში - 31, ლაგოდეხში - 22, დედოფლისწყაროში 14, ახმეტაში - 6.
როგორც რესურს - ცენტრებში აღნიშნეს, საჩივარი შეაქვთ იმ პედაგოგებს, ვისაც გამსვლელ ქულაზე 1 ან 2 ქულა დააკლდათ.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების გასაჩივრება 23 აგვისტოს დამთავრდა.
ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარი იყო. პირებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეფასება შეეცვლებათ, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.