საქართველოდან სპირტიანი სასმელების ექსპორტი შემცირდა. "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2011 წლის იანვარ-ივლისში სპირტი ეთილის არადენატურირებული 80 მოც. % -ზე ნაკლები სპირტის კონცენტრაციით და სპირტიანი სასმელების ექსპორტი 0,1 %-ითაა შემცირებული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 29 მლნ. 829 ათასი დოლარის სპირტიანი სასმელების ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2010 წლის იანვარ-ივლისში კი 29 მლნ. 866 ათას 1ოო დოლარის სპირტიანი სასმელები გაიყიდა საზღვარგარეთის ბაზრებზე.
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში სპირტიანი სასმელები მე-10 პოზიციაზეა.