უკრაინა წელს 24 მლნ. ტონა მარცვლეულის ექსპორტს განახორციელებს, ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა ევროპარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრისას გააკეთა.
"უკრაინა წელს 24 მლნ ტონა ხორბალს გაყიდის", - განაცხადა აზაროვმა.
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ სამომავლოდ ქვეყანა მარცვლეულის წარმოების გაფართოებას აპირებს. წელს კი უკრაინაში 52 მლნ. ტონა მარცვლეულის მოსავალს ელოდებიან.