2011 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4832 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 36 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1187 მლნ. აშშ დოლარი იყო (37 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 3645 მლნ. აშშ დოლარი (36 პროცენტით მეტი).
"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-ივლისში 2459 მლნ. აშშ დოლარი (35 პროცენტით მეტი) შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, რომ 2011 წლის იანვარ-ივლისში წინა წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, იმპორტი შემცირებულია მხოლოდ 2008 წელთან შედარებით, ხოლო ბრუნვა გაზრდილია სამივე წლის შესაბამისი პერიოდების მიმართ.