პრემიერ - მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, კახეთში რთველი ხვალ უნდა დაიწყოს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კევეზერელის ცნობით, რეგიონში ყურძენს 27 კომპანია 32 ღვინის ქარხანაში ჩაიბარებს. სამინისტროში არ ასახელებენ, ყურძენს რომელი ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ.
„მე არ ვიცი ამ ეტაპზე ყურძენს რომელი ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ. რადგან მინისტრმა თქვა, რომ ყურძენს 27 ქარხანა მიიღებს, ე.ი. ასეა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა.
წინასწარი მონაცემებით, წელს რეგიონში სულ 113 506 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. აქედან 82 179 ტონა რქაწითელია, 26 236,5 ტონა საფერავი და 5 090,5 ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, მათ შორის ჰიბრიდული.