დღეს, 24 აგვისტოს, ეროვნული ბანკის 182-დღიან N34, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 25 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.84%-ით, მაქსიმალური 7.96%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.94%-ით განისაზღვრა.