შვედეთის ქალაქ ბისბიუში გასაყიდად გამოიტანეს სახლი, რომლის სარდაფშიც ღია საფლავია განთავსებული. სახლი 1750 წელს, ტაძრის ადგილასაა აგებული. მეცნიერთა მტკიცებით, ჩონჩხი, რომელიც მინის საფლავშია განთავსებული, რუსი ეროვნების ადამიანისაა და ჩონჩხის ასაკი 800 წელია.
უძრავი ქონების სააგენტოში, რომელსაც აღნიშნული სახლის გაყიდვა დაევალა, განმარტავენ, რომ ჩონჩხი საშიშროებას არ წარმოადგენს. უძრავი ქონების ღირებულება 640 ათასი დოლარია.