მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი მომხმარებელს ახალ ტელეფონს Alcatel 819 სთავაზობს თეთრსა და შავ ფერებში . ტელეფონი აღჭურვილია : 2 მეგაპიქსელიანი კამერით, ვებ კამერით, MP3 პლეიერით , რადიო , მაღვიძარა , თამაშებით აქვს ოპერას და ფეისბუქის აპლიკაცია. ტელეფონის ამ მოდელს აქვს ქვერთ ეკრანი და ამავდროულად არის თაჩსქრინი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტელეფონი ქართულ ფონტზე შესრულებულ საიტებს და დოკუმენტებსაც კითხულობს.
ტელეფონის საცალო ღირებულებაა 150 ლარი, მისი შეძენა მხოლოდ ბილაინის აბონენტთა მომსახურების და სადილერო ოფისებშია შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ეს ტელეფონები, ექსკლუზიურად ბილაინის აბონენტებისათვის წარმოდგენილი ტელეფონების ხაზიდან მეექვე მოდელია.
" მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე თვის წინ, ბილაინმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა ფრანგული სატელეკომუნიკაციო სივრცის გიგანტ Alcatel -თან. შეთანხმების ფარგლებში იგეგმება ტელეფონების ფართო ასორტიმენტის შეთავაზება ჩვენი აბონენტებისათვის. რაც მთავარია ყველა შეთავაზებული მოდელის ღირებულება მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება სხვა ტელეფონების ფასს, თუმცა ხარისხი განსაკუთრებით მაღალია ", - აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეონა ბაღდავაძე.