დღეს, 23 აგვისტოს, 18:00 საათზე, ფოთში, აღმაშენებლის #57-ში, თიბისი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნება. ფილიალის გახსნის საზეიმო ცერემონიას თიბისი ბანკის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მომხმარებლები დაესრებიან.
თიბისი ბანკის ფილიალი ფოთის პორტთან ახლოს, ყოფილი "წყალოსანთა პოლიკლინიკის" შენობაში დაიდებს ბინას. თიბისი ბანკს ტრადიციად აქვს ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობების რესტავრაცია და მათში ბანკის ფილიალების განთავსება. ამ ტრადიციას საფუძველი 2005 წელს ჩაეყარა, როდესაც თიბისი ბანკმა თბილისში, მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში - კადეტთა კორპუსის ყოფილი შენობა შეისყიდა, დაუბრუნა მას პირვანდელი იერსახე და დედაქალაქის ერთ-ერთ ღირშესანიშნავი შენობა ბანკის სათავო ოფისად აქცია.
მოგვიანებით, ტრადიცია გაგრძელდა ბათუმსა და ქუთაისშიც. ამჯერად კი თიბისი ბანკმა ფოთში 1926 წელს აგებული, გუმბათოვანი შენობის რესტავრაცია და მასში თიბისი ბანკის ფოთის ფილიალის გახსნა გადაწყვიტა.
თიბისი ბანკის შენობის ისტორია ასეთია: 1926 წელს ფოთში დაიწყო შენობის მშენებლობა, რომელიც განკუთვნილი იყო ნავსადგურის მუშებისთვის და ფოთის პორტში შემოსული უცხოელი მეზღვაურების სამკურნალოდ. მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა იმდროინდელი გოსდრავის უფროსმა არმენაკ არესაკიევიჩ თურქიანმა. 1935 წლამდე ეს შენობა წყალოსანთა პოლიკლინიკის სახელწოდებით იყო ცნობილი. 1928 წლიდან ის არსებობს, როგორც მეზღვაურთა საავადმყოფო, თუმცა სრულყოფილი სახე შენობამ 1936 წელს მიიღო, როდესაც მასში გაიხსნა 100-საწოლიანი საავადმყოფო და კაპიტალურ შენობად ჩამოყალიბდა.