დღეს, 23 აგვისტოს, 11:00 საათზე, ორხევის მექანიზაციის ცენტრში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ამერიკის მთავრობის სახელით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიმინდის ათ ერთეულ უნივერსალურ კომბაინს გადასცემს.
კომბაინების საერთო ღირებულება 2 560 300 აშშ დოლარია. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დაესწრება.
კომბაინების შესყიდვა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა დააფინანსა. თანამედროვე ტექნიკა ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება შპს `მექანიზატორის" მექანიზაციის ცენტრების მეშვეობით.