კიევში, პეჩორის რაიონულ სასამართლოში, ქვეყნის ექს-პრემიერ მინისტრ იულია ტიმოშენკოს საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე ბრალდებულმა მასთან პირადი ექიმის დაშვება კიდევ ერთხელ მოითხოვა.
"მინდა თქვენ, როგორც მოსამართლეს მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე არა მხოლოდ მინარჩუნდება დაუდგენელი დაავადების სიმპტომები, არამედ მიმდინარეობს მისი პროგრესირება", - მიმართა ტიმოშენკომ მოსამართლეს დღევანდელ პროცესზე.
თავის მხრივ, ბრალდებულის საპასუხოდ მოსამართლე როდიონ კირევმა აღნიშნა, რომ მან უკვე გასცა ტიმოშენკოს სამედიცინო შემოწმების ნებართვა, რაზეც თავად განსასჯელმა განაცხადა უარი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ექს-პრემიერმა ტიმოშენკომ განაცხადა, რომ იგი თავს ცუდად გრძნობს და მას დაუდგენელი დაავადება შეეყარა. ტიმოშენკო დაჟინებით ითხოვს პირად ექიმთან კონსულტაციას, რადგან უნდობლობას უცხადებს სასამართლოს მიერ დანიშნულ სამედიცინო შემოწმებას.