ზუგდიდში ახალი სასათბურე მეურნეობა აშენდება, რისთვისაც კომპანია ,,აგრო ჯგუფი ფორ სიზონი" მინიმუმ 5 მლნ. ლარის ინვესტიციას განახორცილებს
სასთბურე მეურნეობების ასაშენებლად, კომპანიამ ზუგდიდის სოფელ ცაიშსა და ჭითაწყარში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები შეიძინა, რაშიც 1 ჰა. მიწის ნაკვეთში 1000 დოლარს გადაიხდის. მთლიანობაში ,,აგრო ჯგუფი ფორ სიზონს" 53 ათას 166 დოლარის გადახდა მოუწევს.
კომპანია ვალდებულია ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის
განამვლობაში აღნიშნული ქონებიდან არანაკლებ 1 ჰა-ზე ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს სასათბურე მეურნეობა და ასევე 2012 წლის ბოლომდე არანაკლებ 2 ჰა მიწის ნაკვეთზე ახალი სასათბურე მეურნეობა ააშენოს, რისთვისაც 5 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.