დღეს, 19 ივლისს, ბათუმში სასტუმრო ,,შერატონში" საქართველო-იორდანიის ბიზნესფორუმი გაიმართება. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან მოლაპარაკებები გამართონ. დელეგაციის ვიზიტის მიზანს საქართველოში ბიზნეს პარტნიორების მოძიება და საქმიანი თანამშრომლობის დამყარება წარმოადგენს.
იორდანელ ბიზნესმენთა დელეგაციას იორდანიის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრი ხელმძღვანლობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან იორდანიის ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელები და 3 სენატორი.