"თელასის" ქვესადგურში "მცირე ნავთლუღი" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 19 ივლისს 10 საათიდან 18 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, მოსკოვის გამზირის, სამგორის, მეველის, წულუკიძის, ზანდუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.