დაკავებულ ფოტოგრაფებს მოკლავენ და საპროცესო შეთანხმებებს მაინც გააფორმებინებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა.
"ფოტოგრაფების ე.წ. საქმე ამ ხელისუფლებამ სპეცილურად მოაწყო, რადგან სურდათ თავისუფალი მედია, რომელმაც სააკაშვილს არ დაუჩოქა ყურმოჭრილ მონად ექცია და დაეშინებინათ. სააკაშვილს სურდა, რომ ჟურნალისტთა კორპუსი დაეშინებინა და არ ელოდა იმ აგრესიას, რომელიც ფოტორეპორტიორების დაკვებით მიიღეს", - აღნიშნა ხატიაშვილმა.
მისივე შეფასებით, ახალა უკვე სააკაშვილის რეჟიმს უკან დასახევი გზა აღარ აქვს და ფოტოგრაფების დახოცვაც, რომ მოუხდეს საპროცესოს მაინც გააფორმებინებს.
"საპროცესოს გაფორმების გარეშე სასამართლო პროცესი ღია იქნება და საზოგადოება დაინახვას, რომ არანირი საქმე არ არსებობს, რაც მთელი სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებას გამოიწვევს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ მოკლავს სააკაშვილი ამ ბიჭებს და საპროცესოს გარეშე არ გამოუშვებს", - აღნიშნა მან.