თბილისში ლეღვის ნახარშით დამწვრობა კიდევ ერთმა მოზარდმა მიიღო.
13 წლის დავით მალხანიზიანმა გარუჯვის მიზნით ლეღვის ნახარში წაისვა და მზეზე გავიდა, რის შედეგადაც სხეულის 60%-იანი თერმული დამწვრობა მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი დამწვრობის ცენტრში იყო გადაყვანილი, თუმცა მშობლების დაჟინებული მოთხოვნით, მალხაზიანი სახლში დააბრუნეს.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის განმავლობაში ლეღვის ნახარშით დამწვრობის მიღება უკვე ხუთმა ადამიანმა მიღო.