დღეს, 19:00 საათიდან 20:00 საათამდე, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ეთერით დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
აქციის ფორმატით გათვალისწინებულია ერთდროულად რამდენიმე რადიოს, ტელეკომპანიისა და ინტერნეტმაუწყებლობის ეთერში ფოტორეპორტიორების საქმის განხილვა, თოქშოუები და სპეციალური ფილმების ჩვენება მოეწყო.
აქციას მარათონის სახე ქონდა და საეთერო სტუდიები ერთმანეთთან ონლაინკავშირში იმყოფებოდნენ.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს ტელეკომპანიებმა - "მაესტრო", "კავკასია", "ტრიალეთი", "25-ე არხი", ინტერნეტტელევიზიებმა - "პალიტრა-ტვ", "ობიექტივი", რადიოებმა - "პალიტრა", "უცნობი", "მაესტრო", "ობიექტივი".