ინგლისელი სუპერმოდელი კეიტ მოსი როკჯგუფ The Kills-ის გიტარისტ ჯეიმი ჰინსს გაჰყვა ცოლად. იუწყება სააგენტო France-Presse.
საქორწილო ცერემონიალის ოფიციალური ნაწილი 1-ელ ივლისს სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, სოფელ საუთროპში გაიმართა. სოფლისკენ მისასვლელი ყველა გზა წინასწარ გადაიკეტა, რათა არასასურველი მედიის ყურადღება თავიდან აეცილებინათ. პატარძალი უმკლავო, სპილოსძვლისფერი კაბითა და გრძელი ფატით იყო. Q
ქორწინებამდე გაზეთი The Mirror-ი იუწყებოდა, რომ საქორწილო კაბის ავტორი ჯონ გალიანო იყო. სასიძომ რუხი კოსტიუმი შეარჩია. ქორწილს მოსის კოლეგა ნაომი კემპბელი, დიზაინერი სტელა მაკარტნი, მსახიობი ჯუდი ლოუ და მისი ექს-მეუღლე სედი ფროსტი, ასევე კომპანია Topshop-ის ხელმძღვანელი ფილიპ გრინი ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიების ფოტოგრაფი პრინც უილიამისა და კეიტ მიდილტონის ჯვრისწერის ოფიციალური ფოტოების ავტორი მარიო ტესტინი იყო.
37 წლის მოდელისა და 42 წლის მუსიკოსის ქორწინების დღესასწაული 3 დღეს გაგრძელდა. ქორწილში დაახლოებით 400 კაცია მიწვეული.
2010 წლის ოქტომბერში ბრიტანული მედია აცხადებდა, მოსი და ჰინსი აგვისტოს დასაწყისში სიცილიაში საიდუმლოდ დაქორწინდნენ, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა.