თეთრიწყაროს რაიონში წყალდიდობის შედეგად 62 წლის ქსენია შერვაშიძე დაიღუპა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" თეთრიწყაროს მინუციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ივანე მეგულაშვილმა განუცხადა, ამ წუთებში ქსენია შერვაშიძის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
„შერვაშიძე ძლიერი წვიმების შედეგად მოვარდნილმა დიდმა წყალმა სოფელ სამღერეთთან გაიტაცა. ის ამ დროს მანქანაში 4 ნათესავთან ერთად იმყოფებოდა. დანარჩენებმა მოასწრეს მანქანიდან გადმოსვლა და გადარჩნენ, ქსენია შერვაშიძე კი წყალმა გაიტაცა", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" მეგულაშვილმა.
მისი თქმით, წყალდიდობა აღარაა, თუმცა ძლიერმა წყალმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ლიპის წყალსაცავს.