დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებელმა ევროპულ ლოტო "EuroMillions"-ში რეკორდული ჯეკ-პოტი - 185 მილიონი ევრო (244 მილიონი აშშ დოლარი) მოიგო.
იღბლიანმა ადამიანმა შვიდი ციფრი გამოიცნო - ხუთი ძირითადი და ორი დამატებითი. იღბლიანი ციფრები აღმოჩნდა: 17,19, 38, 42, 45 ასევე 9 და 10.
ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ჯეკ-პოტის მომგების ვინაობა არ სახელდება.