გველმა ვანში 25 წლის ახალგაზრდა დაგესლა. ჯემალ კიკვიძე მინდორში მიდიოდა როდესაც ქვეწარმავალი თავს დაესხა.
პაციენტი ჯერ ვანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.
თავდაპირველად ექიმებმა შრატის ინექციის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს, რადგან ვერ მოხერხდა გველის იმ სახეობის დადგენა, რომელმაც კიკვიძე დაგესლა.
ქუთაისში მოგვიანებით თბილისიდან ტოქსიკოლოგებიც გამოიძახეს. დაგესლილ პაციენტს მკურნალობის სპეციალური კურსი დაუნიშნეს. ჯემალ კიკვიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური.