რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ რუსეთმა შესაძლოა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე საქართველოსთან შეთანხმებას გარკვეულ პირობებში მიაღწიოს.
"თუ არ გამოჩნდება პოლიტიკური შემადგენელი, იმედი გვაქვს, რომ საქართველოსთან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე შეთანხმებას მივაღწევთ", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა ვაშინგტონში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას 1993 წლიდან ცდილობს.