დღეს, 13 ივლისს, 15:00 საათზე, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე დაკავებული ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეხვდება.
როგორც ქორიძემ განაცხადა, მას სამინისტროდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მინისტრმა შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
"უცნობია, მერაბიშვილს ჩემთან ერთად შეხვდებიან თუ არა სხვებიც. შეხვედრაზე კატეგორიულად დავაყენებ მოთხოვნას აღნიშნული საქმისთვის გრიფ "საიდუმლოს" მოხსნის შესახებ", - განაცხადა ქორიძემ