საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.
„ის რომ კლინიკაში ანალიზის ჩასაბარებლად ან წელიწადში ორჯერ, გეგმიურ გამოკვლელვაზე მივდივარ არ მეგონა სახელმწიფო უშიშროების საკითხი თუ იქნებოდა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვერა ქობალია ერთ-ერთ კლინიკაში ჰოსპიტალიზირებული იყო.