საქართველოში ჯილეხის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური პათოლოგიის ცენტრში დაინფიცირებული მამაკაცი ამჯერად ახალციხიდან მიიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მას დაავადება პირუტყვთან კონტაქტის დროს გადაედო.
ექიმები ამბობენ, რომ წელს ჯილეხის შემთხვევები და დაინფიცირებულთა სტატისტიკა, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა.