სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მირწეული შეთანხმების საფუძველზე სამი კომისია შეიქმნება, რომელიც რელიგიურ საკითხებზე იმუშავებს.
ხელისიფლების წამომადგენელთა და წმინდა სინოდთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება კომისა, რომელიც უცხოეთში არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებზე იმუშავებს.
ასევე შეუქმნება კომისია რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.
იქნება სახელმწიფოთაშორისი კომისიაც, რომელიც იმუშავებს სადავო ძეგლებზე. აღნიშნული კომისია ისტორიკოსებისა და სხვა მეცნიერებისაგან დაკომპლექტდება.