პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, პოლიტიკური პარტები, რომლებმაც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს, გასული წლების პოლიტიკური გაკვეთილებით ხელმძღვანელობდნენ.
"ეს პოლიტიკური გაკვეთილები და ის, თუ ვინ რა მიიღო ამ გაკვეთილიდან, კარგად მახსოვს. როგორც ჩანს, ეს "ახალმა მემარჯვენეებმაც" კარგად გაიგეს, რომელთაც რაღაცის მიღების შანსი ბევრჯერ ჰქონდათ. მაგალითად, ეს ეხებოდა 100/50-ზე საარჩევნო სისტემას, პარლამენტში შესვლის თემასა და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, "ახლებმა" გააანალიზეს, რომ ის, რაც მათ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მიიღეს, მაქსისუმია, რისი მიღებაც შეიძლება", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ სახელისუფლებო გუნდის მიზანია, ახალი საარჩევნო კანონმდებლობის მიმართ საზოგადოების მხრიდან რაც შეიძლება მაღალი ნდობა არსებობდეს.
"არ არსებობს ისეთი სისტემა, რომელშიც ჩაიწერება, არჩევნებში კონკრეტულად რომელი პარტიები უნდა გავიდნენ. ამისთვის ცოტა სხვა რამეა საჭირო", - აცხადებს იგი.