სამართალდამცველების მიერ დაკავებული ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს მიმრთავს.
"პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრათ იმ მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი დაკავების მედიასაშუალებებმა და ჟურნალისტებმა გამოხატეთ. მე ადვოკატებისა და რადიოს საშუალებით ვიგებ ამის შესახებ და ეს ბრძოლის ძალას მმატებს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მე არ დავნებდები ამ უკანონობას", - აღნიშნულია მიმართვაში.
აბდალაძე მიმართავს ყველა ფოტორეპორტიორს და ყველა გამოცემას საქართველოში და უცხოეთში, რომელსაც სჯერა დაკავებულთა უდანაშუალობის, სახელმწიფო მაღალი რანგის ჩინოვნიკების ფოტოებს სახეზე დაადონ შავი კუბი, წარწერით "აქ უნდა იყოს ფოტო, მაგრამ ფოტორეპორტიორები დაჭერილები არიან".
"მიმვმართავ "როტერის", "ასოშეითედ პრესის", "ფრანსპრესის" წარმომადგენლებს საქართველოში, სანამ ჩვენ შესახებ ყველაფერი არ გაირკვევა, იმავე მეთოდით მიაწოდონ ინფორმაცია და ფოტოები უცხოურ ჟურნალ-გაზეთებს. ეს არის ჩვენი ბრძოლა სიმართლისთვის. მე თქვენი იმედი მაქვს", - ნათქვამია მიმართვაში.