ბორჯომ ბაკურიანის მიტროპოლიტის მეუფე სერაფიმის განცხადებით, წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე რელიგიური გაერთიანებების შესახებ სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ იმსჯელა.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან კანონპროექტის განმარტებისთვის მოწვეული იყო პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია.
მეუფე სერაფიმეს განცხადებით, საპატრიარქომ კოდექსი შესული ცვლილებების გამო რამდენიმე შეინშვნა გამოთქვა.
"ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში ამტკიცებენ რომ სხვა რელიგიური კონფენსიების მართლმადიდებელ ეკლესიასთან გათანაბრება არ მოხდება. ასევე ისინი ამტკიცებენ, რომ მათთვის ქონების გადაცემა არ დგას დღის წესრიგში. ამის შესახებ უგულავამ საპატრიარქოში გუშინდელი ვიზიტისას განაცხადა, ხოლო დღეს ამ საკითხზე საპატრიარქოში განმარტებები ლაშა თორდიამაც გააკეთა. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ განცხადებები, რომ კანონის შეცვლა გამორიცხულია, თუმცაEშესაძლოა მასში დამატებები შევიდეს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებები გათვალისიწნებული იქნება სხვადასხვა რელიგიურ კონფენსიებს შორის", - განაცხადა მეუფე სერაფიმემ სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, სინოდი კანონის გაუქმებას არ ითხოვს, რადგან გუშინვე ცხადი გახდა, რომ პარლამენტი ამას არ დაუშვებს. ხოლო სინოდს კი ეს უფლებამოსილება არ გააჩნია.
"კანონს გააჩნია ვინ როგორ გაიგებს", - დასძინა მეუფე სერაფიმემ.