"ალია ჰოლდინგი" აშშ-ს საელჩოსთან ფოტოგრაფების საქმესთან დაავშირებით მდუმარე აქციას გამართავს. როგორც ჰოლდინგის რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ აღნიშნა, მათი ფოტოკორესპოდენტი გია აბდალაძე აცხადებს, რომ იგი დაკავებულია 26 მაისის აქციის დარბევის დროს გადაღებული ფოტოების გამო და მას არაფერი არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო.
აშშ-ს საელჩოსთან აქციაზე ელჩის სახელზე ჟურნალისტების მიერ ხელმოწერილი განცხადება შეიგზავნება, რომლითაც "ალია ჰოლდინგი" დახმარებას სთხოვს დიპლომატიურ წარმომადგენლობას გიორგი აბდალაძისა და ზურაბ ქურციკიძის გათავისუფლებაში.
შს სამინისტროსთან გამართულ აქციაზე 100 -ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, რომელიც დღესვე დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.