საქართველოს პირველ პირს არ აინტერესებს ქართველი ჟურნალიტებისა და საზოგადოების მოსაზრებები. ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებს ქვეყნის პირველი პირების, მათ შორის ვანო მერაბიშვილის რუსულ მედიასთან ხშირი ინტერვიუების მიცემის შეფასებისას განაცხადა.
"არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილს, ასევე პრეზიდენტი მხოლოდ რუსულ და უცხოურ გამოცემებს აძლევს ინტერვიუებს, რაც ქართველი ჟურნალისტებისათვის მისაწვდომი არ არის. როგორც ჩანს, მათ არ აინტერესებს რაც ფიქრობენ ქართველი ჟურნალისტები და ქართული საზოგადოება მათზე", _ განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის მთავარი არა საკუთარი ხალხის დამოკიდებულება არამედ ის არის მნიშვნელოვანი თუ რას ფიქრობენ და როგორ ფიქრობენ მათზე სხვა ქვეყნები.
რაც შეხება ფოტოგრაფების დაკავების საქმეს, ტუღუში აცხადებს, რომ ეს ეხება მთლიანად ქართულ მედიას და ამ კუთხით ტელევიზია იქნება ეს თუ გაზეთი - ისინი სოლიდარულნი უნდა იყვნენ.