საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმე სამინისტროს საკუთარი ინიციატივით გაასაჯაროოს საქმის გასაიდუმლოების გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი).
საიას განცხადებით, შსს-მ საზოგადოებას, ლეგიტიმური ინტერესის დაცვის მიზნით, უნდა წარმოუდგინოს დამაჯერებელი არგუმენტები საქმისათვის საიდუმლო გრიფის მინიჭების მიზან შეწონილობასთან დაკავშირებით.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრიიცავს შინაგან საქმეთა სიმინისტროს მიერ 2011 წლის 7 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტოკორესპონდენტებს: ირაკლი და ნათია გედევანიძეებსა დაზურაბ ქურციკიძეს. გუშინ, 7 ივლისს, ადვოკატები შეხვდნენ დაკავებულ პირებს და გაესაუბრნენ მათ. საქმე საიდუმლოების გრიფით მიმდინარეობს, შესაბამისად, ცენტრის ადვოკატები პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე ვალდებული არიან დაიცვან გამხელისაგან მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაკავებულები არიან ფოტოკორესპონდენტები, მათ შორის საერთაშორისო მედია საშუალებებთან თანამშრომლობაში მყოფი ფოტოგრაფები. აღნიშნული ფაქტი განაპირობებს დაკავებულთა და დაკავების ფაქტის მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრისთვის კანონის უზენასეობა არის ღირებულება, რომლის დაცვისკენაც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქე ისწრაფვის. სწორედ აქედან გამომდინარე", - აღნიშნულია საიას განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბრალი ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისათვის ინფორმაციის მიწოდებაში ედებათ. ფოტოკორესპოდენტები - ზურაბ ქურციკიძე, გია აბდალაძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები გუშინ გამთენიისას საკუთარ სახლებში აიყვანეს ბინები კი გაჩხრიკეს. ისინი ჯაშუშობის ბრალდებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. საქმის განსაკუთრებით გასაიდუმლოების გამო ამ დრომდე უცნობია ბრალდების კონკრეტული მტკიცებულებები.