სრულიად საქარველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისი მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, მისმა უწმინდესობამ ილია II-მ რუსეთის მოსახლეობას მიმართა:
"თქვენ მორწმუნეები, კეთილი ადამიანები ხართ. თქვენ ბრძენი ადამიანები ხართ. გაქვთ დიდი ისტორია და დიდი კულტურა. საქართველოსა და რუსეთის დაახლოება სარწმუნოებრივ ნიადაგზე მოხდა და არაბუნებრივია ის, რომ ჩვენ მახვილი აღვმართეთ ერთმანეთზე.
საქართველოში ამჯამად მრავალი რუსი ეროვნების ადამიანი იმყოფება. როდესაც საერთაშორისო ომი იყო ისინი მოდიოდნენ ჩემთან და მეკითხებოდნენ იქნებ ჯობდა რომ მათ საქართველო დაეტოვებინათ. მე მათ ვურჩევდი დარჩენილიყვნენ, ვპასუხობდი: "ყველაფერი დამშვიდდება და ყველაფერი წესრიგში მოვა".
ასევე ბევრი ქართველია რუსეთში. ისინი თავს კარგად გრძნობენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეპორტაცია მოხდა - ესეც შეცდომა იყო. მაგრამ ჩვენ არ გვახსოვს ამის შესახებ. მსურს, რომ მეგობრები და ძმები ვიყოთ. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის", _ ბრძანებს პატრიარქი.