პარლამენტის მიერ დამტკიცებული "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებს პრეზიდენტმა უკვე ხელო მოაწერა და შესაბამისად ძალაში შევიდა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რეგისტრაციის გარეშე სურსათის მწარმოებელი საწარმოს საქმიანობა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, "ვეტერინარიის შესახებ" კანონით დადგენილი ცხოველთა საკარანტინო და ვეტერინარულ-სანიტარული წესების დარღვევა, აგრეთვე ეპიზოოტური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების პროფილაქტიკა-ლიკვიდაციის საკითხებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნულ სააგენტოს ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების შეუსრულებლობა - 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.