ყვარელში, ე.წ. გერანის დასახლებაში მცხოვრებმა 17 წლის ბიჭმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სანადირო თოფით თავი მოიკლა. თვითმკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებს შორის უთანხმოება მაშინ დაიწყო, როცა 17 წლის შვილმა მამას „რუსთავი 2"-ის შოუ „ნიჭიერის" შესარჩევ ტურში მონაწილეობის მიღებაზე უარი უთხრა.
თვითმკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს ყვარლის რაიონული სამმართველო აწარმოებს.