ცნობილ მომღერალს ვალერი მელაძეს მოსკოვის ცენტრში ქალზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. მასთან კონფლიქტის დროს ფოტოკორესპოდენტი ევგენია გუსევა დაზარალდა. ინფორმაციას ამის შესახებ "კომსომოლსკაია პრავდა" ავრცელებს.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ფოტოგრაფმა მელაძე ჯგუფ "ვია გრას" სოლიტთან ერთად გადაიღო. მელაძე კი თავის მხრივ ჟურნალისტისათვის კამერის წართმევას შეეცადა - შედეგად ვალერი მელაძემ ძალის გამოყენებით წაართვა ჟურნალისტს ფლეშ-კარტა, რომელზეც ფოტოსურათები იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მელაძე გაემგზავრა, ჟურნალისტმა მილიციაში იჩივლა. "მე დამპირდნენ, რომ სიტუაციას ყურადღების გარეშე არ დატოვებდნენ, ამადასტურებელ ფოტომასალას ამოღებდნენ და მოწმეებს დაკითხავენ", _ აცხადებს დაზარალებული ჟურნალისტი.