ყბა-სახის მოტეხილობებით თბილისში 18 წლის გოგონა გადმოიყვანეს, რომელსაც, გამოძიების ინფორმაციით, დედოფლისწყაროში ორმა ახალგაზრდამ სასტიკად სცემა.
საქმეში ორი მამაკაცი ფიგურირებს - დედოფლისწყაროში, ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრები 19 წლის ზაზა წიკლაური და დედოფლისწყაროში სტუმრად მყოფი 18 წლის ბიჭიკო ჩართოლანი.
დაკითხვის დროს მათ გოგონას ცემის ფაქტი აღიარეს, თუმცა განაცხადეს, რომ ბიჭი ეგონათ და ასე სასტიკად ფიზიკურად ამიტომაც გაუსწორდნენ.