მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერის, ეკა ბესელიას შეფასებით, „ექვსეული" უფრო სიმპატიურად გამოიყურება, ვიდრე „რვიანი" იყო.
„მინდა გითხრათ, რომ დღეს გამოიყურებით გაცილებით სიმპატიურად, ვიდრე „რვიანში" ყოფნისას იყავით. დღეს სულ სხვა განწყობაა თქვენს მიმართ, ვიდრე აქამდე იყო. როცა „არას" ამბობ კანონიდან ყველა მხრივ გასულ შეთავაზებაზე, რომელიც შეიძლება, გარკვეულწილად, მაცდურიც იყო, პოლიტიკოსს მატებს სულ სხვა სილამაზეს", - ამ კომპლიმენტით მიმართა ბესელიამ „ექვსეულის" ლიდერებს დღეს, საზოგადოების წარმომადგენლებთან „თბილისი-მარიოტში" გამართულ შეხვედრაზე.
რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ წინადადებას, ბესელიას შეფასებით, ის მზაკვრული და მიუღებელია.