მილიონერების რაოდენობით აზიამ ევროპას გაუსწრო, ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ "მერილ ლინჩისა" და საკონსალტინგო კომპანია "კაპგემინის" ყოველწლიურ რეიტინგშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მილიონერთა რაოდენობა 2010 წელთან შედარებით) 10 პროცენტით -ით გაიზარდა და 3,3 მლნ. ადამიანი შეადგინა.
შედარებისათვის აშშ-ში 3,4 მლნ მილიონერი ცხოვრობს, რომელთა საერთო ქონება 1 მლრდ. დოლარს აჭარბებს. სტატისტიკის მიხედვით კი ევროპაში 3,1 მლნ. მილიონერი ცხოვრობს.