სახელმწიფოს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში ფართის 5%-ზე ნაკლებით გაზრდის შემთხვევაში, ფართი მესაკუთრის იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" კანონში.
"თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაა და რეაბილიტაციის შედეგად ხდება ფართობის მოშენება, რომელთა ფართი იზრდება 5%-ზე ნაკლებით, გაზრდილი ფართი უშუალოდ მესაკუთრის იქნება", - აცხადებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი.
მისი განმარტებით, თუ გაზრდილი ფართი 5%-ზე მეტია, აუცილებლად უნდა იყოს მესაკუთრის თანხმობა და რეაბილიტაცია მასთან დადებული ხელშეკრულების გზით უნდა მოხდეს.