დღეს, 22 ივნისს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N25, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.61%-ით, მაქსიმალური 8.75%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.73%-ით განისაზღვრა.