ჩეჩნეთში მომხდარი სამი აფეთქების შედეგად შინაგანი ჯარების ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი აფეთქება ურუს-მარტანის რაიონის ტყის ნაწილში მოხდა, სადაც სამართალდამცავები სადაზვერვო საქმიანობას აწარმოებდნენ.
"შედეგად ერთი კონტრაქტით მომსახურე სამხედრო დაიღუპა და ერთი დაიჭრა", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ, დაჭრილებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის დროს დაუდგენელი ასაფეთქებელი ნივთიერება კიდევ აფეთქდა, - "ამ აფეთქების შედეგად, მეთაური, ექიმი და სამედიცინო სამსახურის უფროსი ლეიტენანტი დაიჭრნენ".
მესამე აფეთქება კი მორზოი-მოხკის დასახლებულ პუნქტთან მოხდა, მაშინ როდესაც სამხედროები ბოევიკებს ჩაუსაფრთდნენ. ამ აფეთქები შედეგად ორი სამხედრო დაიჭრა.