ადიგენის რაიონის სოფელ ენთელში17 წლის მოზარდი ტბაში დაიხრჩო.
უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დათო ხარაიშვილი საბანაოდ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხარაიშვილი წყალში ღრმად იყო შესული და სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
სამაშველო სამსახურის ჯგუფებმა მისი ამოყვანა დროულად შეძლეს, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერდა.