"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანების" პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ელექტრონული ტენდერის შედეგად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სხვადასხვა სახეობის სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარი შეისყიდა. სამინისტროს ინფორმაციით შეძენილია: როტაციული ფრეზა (ვერტიკალური დანებით)- 10 ერთეული; ზემძიმე დისკებიანი ფარცხი - 5 ერთეული; სასუქის გამფანტველი - 20 ერთეული; სიმინდის პნევმატური სათესი სასუქის შემტანით - 30 ერთეული და რიგთაშორისო კულტივატორი სასუქის შემტანით - 30 ერთეული; სიმინდის ასაღები მისაბმელი/ნახევრადსაკიდი კომბაინი - 20 ერთეული; სიმინდისა და ხორბლის მარცვლად ამღები თვითმავალი კომბაინი -3 ერთეული;
სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების შესყიდვა თურქეთიდან, პოლონეთიდან და ფინეთიდან განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები