არაბული ავიაკომპანია Flydubai, რომელიც საქართველოს ბაზარზეც გეგმავს შემოსვლას, საკუთარ ავიაპარკს 17 თვითმფრინავამდე ზრდის.
ახალი ბოინგი Boeing 737-NG800, რომლის ღირებულებაც 80 მლნ. დოლარია, 36 მიმართულებით იფრენს, ძირითადად ახლო აღმოსავლეთში, აზიაში, აფრიკასა და ევროპაში.
თვითმფრინავი სიეტლში მდებარე საწარმოშია დამზადებული და მისი დიზაინი Sky Interior-ს ეკუთვნის.თვიმფრინავი აღჭურვილია Fibre-To-The-Screen-ს რევოლუციური სისტემებით.
ამ დროისათვის Flydubai-ს მსგავსი 10 თვითმფრინავი ყავს
აღსანიშნავია, რომ Flydubai 2008 წელს დაფუძნდა, ხოლო 2009 წლის ივნისში ავიარეისების განხორციელება დაიწყო. ამ დროისათვის ავიაკომპანია რეისებს 33 მიმართულებით ასრულებს.