რეგიონულიEეროვნული ანგარიშების სრულყოფის მიზნით, საქსტატს ტექნიკურ დახმარებას პოლონეთის სტატისტიკის სამსახური გაუწევს. ამ მიზნით, საქსტატში სამუშაო ვიზიტით პოლონელი კოლეგები იმყოფებიან.
"საქსტატის" ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პოლონელი ექსპერტები საქსტატის ეროვნული ანგარიშების სამმართველოს თანამშრომლებს ჩაუტარებენ სემინარს თემაზე "ეროვნული ანგარიშები და რეგიონული ანგარიშები". ექსპერტები გაეცნობიან საქართველოს ეროვნული ანგარიშების პრაქტიკას და გაუზიარებენ საქსტატის თანამშრომლებს პოლონეთის გამოცდილებას ამ საკითხებში. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ თბილისის მერიის წარმომადგენლები.
პოლონეთის მთავრობის დახმარებით მომავალში დაგეგმილია პოლონელი ექსპერტების კიდევ ერთი ვიზიტი საქართველოში, რომელიც აგვისტოში შედგება.