კომპანია "პეპსიმ" მსოფლიოში ცნობილი სპორტული ბრენდის "Jamis"-ის 100 ველოსიპედის, 200 ე. წ. როლიკისა და ყველასთვის საყვარელი სასმელის "პეპსი"-ს 20 000 ბოთლის გათამაშება დაიწყო.
ახალი საზაფხულო აქციის დაწყებისა და დეტალების შესახებ კომპანიის მენეჯმენტმა "კუს ტბაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად გამოაცხადა. კუს ტბის კაფეს ტერიტორიაზე ჩატარდა შეხვედრა მედიასთან, სადაც ჟურნალისტებისთვის სიმბოლურად გათამაშდა პირველი ველოსიპედი და სხვა პრიზები. გათამაშების გამარჯვებული ჟურნალისტი გიორგი ჯოხაძე გახდა, რომელმა გათამაშებაში საუკეთესო დრო აჩვენა.
"მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მუდმივად ატარებს სამომხმარებლო კვლევებს, აქციის პრიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის ეყრდნობა ბავშვების მიერ გამოგზავნილ წერილებს. ამ ჯერზე გათვალისწინებულია არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მშობლების აზრიც. აქციას მხიარულების გარდა, საფუძვლად დაედო ჯანსაღი ცხოვრების წესი და ადრე გათამაშებული კომპიუტერების, ბურთების, MP3 პლეიერების შემდეგ ამჯერად ბავშვები საჩუქრად მიიღებენ ველოსიპედებს, „როლიკებს" და რა თქმა უნდა „პეპსის", -განაცხადა პეპსის გენერალურმა დირექტორმა დავით ლომჯარიამ.
აქციის შედეგად კომპანია პეპსი ყოველდღიურად უამრავ პრიზს გაათამაშებს. მოგებულებს საშუალება ექნებათ მიმართონ მიცკევიჩის #68-ში მდებარე სპორტულ მაღაზია „მაგელანს", რომელიც საქართველოში კომპანია "Jamis"-ის ოფიციალური წარმომადგენელია და 4 სხვადასხვა ზომის ველოსიპედიდან მათვის შესაფერისი აირჩიონ.
„ამ ტიპის აქციებით „პეპსი" ცდილობს, ყველაზე დასაფასებელ მომხმარებლებს, ბავშვებს მეტი სიხარული აჩუქოს. აქციის მექანიზმი მარტივია: გახსენი პეპსის ნებისმიერი 500, 1250, 2000 მილიგრამიანი პროდუქტი ოქროსფერი, ველოსიპედის გამოსახულებიანი თავსახურით და მოიგე. პრიზების გაცემა 27 ივლისამდე იწარმოებს და მთელი საქართველოს მასშტაბით მოგებულ ბავშვებს შეეძლებათ საჩუქარი სწორედ ამ ვადაში მიიღონ",- განაცხადა „პეპსის" მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა ლევან კასრაძე.
მენეჯმენტის განცხადებით, კომპანია დარწმუნებულია, რომ ეს აქციაც ასევე წარმატებული იქნება, როგორც პირველი ორი, როდესაც კომპანიას გაყიდვები გეგმასთან მიმართებაში 20-26 % ით გაიზარდა.