Nabucco-სა და ITGI-ის პროექტები შესაძლოა გაერთიანდეს. როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა, პროექტების გაერთიანების წინადადება ევროკავშირმა გამოთქვა.
Nabucco-სა და ITGI-ის პროექტების გაერთიანების იდეა მოსწონს აშშ-ის მთავრობასაც. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ენერგეტიკის საკითხებში რიჩარდ მორნინგსტარის თქმით, "მათი გაერთიანება მომგებიანი იქნება ყველა სფეროსთვის".