8 ივნისს ეროვნული ბანკის 91-დღიან N23, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.65%-ით, მაქსიმალური 8.70%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.70%-ით განისაზღვრა.